azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

charlie - iasamani lyrics

Loading...

პირველი შესვლა:

სათამაშო დაიმტვრა და ბავშობაც უკვე მორჩა
ფანჯრებში მზის სხივები ხომ მაინც მოჩანს
გაზაფხულის ამინდებს თუ ვინმე შეულოცავს
შენი ნაზი თითები კვლავ დაუკრავს მოცარტს

მელოდია რომელიც დაჰყვა ჩემს ფიქრებს
ოცნებებში ვხატავ ერთად ყოფნის ესკიზებს
ვისაუბროთ სონეტებზე,ლექსებზე,შექსპირზე
ჭიქა ცარიელია სიყვარულით შემივსე

შენი თვალები მიყვარდა მე რომელიც
დღემდე ვიცი შენი ძველი ტელეფონის ნომერი
ვიცი ჩემთან შეხვედრას უკვე აღარ ელოდები
ჩვენ გვიყვარდა ჯადოქრობა,მაგები, კამელოტები

გაიღიმე მადამ ეს ძალიან გიხდება
მომეფერე ისე არ მაცადო გამოფხიზლება
მართალია არ მომწონდა შენი ყველა თვისება
ის მიხვდება ამ ტრეკს ვინც ყოველთვის მისმენდა

მეორე შესვლა:

დამიძახე შერლოკი,უოტსონი მორიარტი
ჩემთან ერთად გაუყევი ჩაბნელებულ ქუჩებს
შენ ყოველთვის გიზიდავდა სიშიშვლე და body art+ი
ამ ტკივილს მე ვეღარავინ გამიყუჩებს
ყველაფერი გარშემო ჩემთვის გახდა უცხო
შენი ძველი სახლის წინ დავდივარ უმისამართოდ
გადავუფრენ ამ ქალაქს უჩუმრად და უფრთოდ
ჩემს მეტი შენ ნეტა სხვა ვინ გაგათბობს

აყვავილდა უკვე გარეთ იასამანი
და ქალაქში იგრძნობა გაზაფხულის სურნელი
მინდოდა რომ გვფარებოდა ჩვენ ერთი საბანი
მინდოდა რომ ყოფილიყავი არავისი სულ ჩემი…



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...