dagdagani - hitleri mtvareze lyrics
ზოგჯერ მინდა მოგიკითხო
რას შვრები და როგორ ხარ
ეგებ ამდენი წლის მერე
შენ სადღაც ზღვის ფსკერზე ხარ
ეგებ ფეხები გაფშიკე
როცა წერდი პოემას?
ეძებდი მთავარ პერსონაჟს
მაგრამ სულ კარგავდი აზრს
ეგებ მთვარეზე შენ ცხოვრობ
სადაც იყო ჰიტლერი
როცა სტალინის მოთხოვნით
მოიგონეს ელფები
შრიალებენ ღამით მხოლოდ
ბოძებზე მავთულები
და ცას შუაზე გვიყოფენ
მათში მყოფი სულები
მეზღვაური მიდის ცაში
შვილებს ემშვიდობება
მახსოვს ტიროდი შენ მაშინ
შენ არ გემახსოვრება
როცა ჩავქრებით ხორცით და მუხლებში გადავხტებით
აღარ გავიხსენებთ წყენას
შვილებს დავავიწყდებით
ეგებ მთვარეზე შენ ცხოვრობ
სადაც იყო ჰიტლერი
როცა სტალინის მოთხოვნით
მოიგონეს ელფები
შრიალებენ ღამით მხოლოდ
ბოძებზე მავთულები
და ცას შუაზე გვიყოფენ
მათში მყოფი სულები
და ჩვენ გაყიდვამდე გმირებს ჭიქით მოვიხსენიებთ
თითქოს სხვა დროებში მოკვდნენ
დღეს აღარ ვაწყენინებთ
შენს თვალებში ვიყურები, როგორც სახლის ფანჯრებში
აღარავინ დარჩა წმინდა ციფრულ საიქიოში
ეგებ მთვარეზე შენ ცხოვრობ
სადაც იყო ჰიტლერი
როცა სტალინის მოთხოვნით
მოიგონეს ელფები
შრიალებენ ღამით მხოლოდ
ბოძებზე მავთულები
და ცას შუაზე გვიყოფენ
მათში მყოფი სულები
ეგებ მთვარეზე შენ მოკვდი?
ფანტაზიის მხარეში
როდესაც ერთად დავკარგეთ
რწმენა ჩვენ ჩვენს თავებშ
და აღარ გვყავს ღმერთი ცაში
არც გაყინულ გულებში
და ზეიმის დროს ჩვენ ვტირით
ერთად სრულ სიჩუმეში
Random Lyrics
- zayn - concrete kisses (traducción al español) lyrics
- judy collins - trust your heart (1995) lyrics
- farzad motlaq - jodaei lyrics
- grace forevermore - human parts lyrics
- los muppets - ave rockera lyrics
- coast arcade - tattoo lyrics
- chanel baby - same lyrics
- estigma - bloodstained god lyrics
- victorias - ella baila sola lyrics
- cherrie - gogetter lyrics