azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

dagdagani – idzirebodi lyrics

Loading...

გავძლებ რამდენიმე დღეს
ალბათ მართლა ასე სჯობს
როცა ქრება სინათლე
და უაზროდ ფლანგავ დროს

შენ გაჩერებაზე დგახარ
ელოდები მანქანას
და იმ არარსებულ ქალაქს
სადაც შეძლებ ცხოვრებას

შენ სულ იძირებოდი
და მე ვერ გიწვდიდი ხელს
შენ ჩაგყლაპა ქალაქმა
როგორც ის ყლაპავდა სხვებს
და ცრუოდნენ სიტყვები
აზრს კარგავდა მცდელობა
და შენ სულ აქ იქნები
ალბათ ასე გეგონა

და გაჩუმდნენ ქუჩები
როცა შენ წაიშალე
როგორც ბრბოს ლაპარაკში
იკარგება სიმართლე

და შენ სულ იყავი ასე
დაიბადე ასეთი
არც გიფიქრია სხვა გზაზე
არც გქონდა არჩევანი
შენ სულ იძირებოდი
და მე ვერ გიწვდიდი ხელს
შენ ჩაგყლაპა ქალაქმა
როგორც ის ყლაპავდა სხვებს
და ცრუოდნენ სიტყვები
აზრს კარგავდა მცდელობა
და შენ სულ აქ იქნები
მხოლოდ ეს ჩაგესმოდა



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...