azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

dagdagani – tvali tvalis tsil lyrics

Loading...

დღეს პატარა ვალიკოს ნაყინი ვუყიდე
და მტირალა ბავშვებს კიდევ ერთხელ ვუყვირე
სახლში ვირთხები მომრავლდნენ ნუ გადადგამ ფეხს
თვალს მოხუჭავ დაგიჭამენ მაგ ქუთუთოებს

თვალი თვალის წილ და კბილები სულ დაიძრე
კიდევ თუ გრძნობ სიხარულს რით ვერ გამოიღე
გაიღიმე ისე რომ არ ჩანდეს ღრძილები
ენა ჩაიგდე და ნურსად ნუ ეჩხირები

რუსთაველზე სიკვდილი მის ცელში ამთქნარებს
ცოცხალი გამოჩნდება და აინვალიდებს
დღეს იქ სათამაშო ხალხის გროვა იჩენს თავს
კერპს უდგამდენ პოლიეთილენის სამართალს

თვალი თვალის წილ და კბილები სულ დაიძრე
კიდევ თუ გრძნობ სიხარულს რით ვერ გამოიღე
გაიღიმე ისე რომ არ ჩანდეს ღრძილები
და გახსოვდეს თუ არ იცი სულ აქ ვიქნებით

მორჩება და საყვარლები სახლში მიდიან
თითს ლოკავენ და ჰონორარს ისე ითვლიან
ზედ თუ გადაგივლიან ნუ გაგიკვირდება
შენ არსებობ მხოლოდ მაშინ როცა სჭირდებათ

თვალი თვალის წილ და კბილები სულ დაიძრე
აქ ვიღაცა ფასობს და ეს არასდროს ხარ შენ
გაიღიმე ისე რომ არ ჩანდეს ღრძილები
და გახსოვდეს თუ არ იცი სულ აქ ვიქნებით
თვალი თვალის წილ და კბილები სულ დაიძრე
კიდევ თუ გრძნობ სიხარულს რით ვერ გამოიღე
გაიღიმე ისე რომ არ ჩანდეს ღრძილები
ენა ჩაიგდე და ნურსად ნუ ეჩხირები



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...