dagdagani - ver vakontroleb tavs lyrics
გეგონა რომ შენი შვილი
ისევ ისე გატყუებს
და თვალს ვერ უსწორებდი
უმახინჯეს სიმართლეს
და ტელევიზორში სულ
სულ რაღაცას ბოდავენ
და თითქოს ყველანი დღეს
მხოლოდ შენ უნდა გერჩოდნენ
ისევ მენდე რატომღაც
ჩემს გაცვეთილ დაწყნარებებს
მას ისევ გამაყოლებ
მერამდენედ არ გაღელვებს რომ
მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს
დღეს მეყვარები ხვალ სხვა
მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს
დღეს შენ იქნები ხვალ სხვა
გეგონა რომ არ ვარსებობ
მაგრამ მე სულ გვერდით ვარ
გეგონა რომ იგონებდნენ
ან შენ არ შეგეხება
და დღეს სახლში როცა მოვა
ის ყველაფერს დამალავს
ვეტყვი: ”ასე თუ არ იზამ
ყველას ვატკენ ვინც გიყვარს”
მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს
დღეს მეყვარები ხვალ სხვა
მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს
დღეს შენ იქნები ხვალ სხვა
მეც ვიყავი ასე მაგრამ
შენ რა გეცოდინება
ვმალავდი თუმცა მივხვდი რომ
არც არავინ მისმენდა
მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს
დღეს მეყვარები ხვალ სხვა
მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს
დღეს შენ იქნები ხვალ სხვა
Random Lyrics
- مي سليم - etament ala nafsy - إطمنت على نفسي - mai selim lyrics
- jima - ⭠ (retour) lyrics
- gomi - perfect lyrics
- xtsy* - bestie lyrics
- wasted penguinz - sacrifice lyrics
- gotham city syndicatez - purple room lyrics
- سميرة سعيد - elly benna - اللي بينا - samira said lyrics
- sombra pr & slayter - hey ma lyrics
- timothée chalamet & monica barbaro - it ain't me, babe lyrics
- ralf bendix - sie hiess mary-ann lyrics