azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

fula - მხოლოდ შენთვის/mxolod shentvis lyrics

Loading...

[verse 1]
სევდა განმეორდა ბევრჯერ განა რამდენჯერმე
ვერ გადავურჩი ქარიშხლებს უკვე რამდენჯერ მე
ალბათ არ შეხვედრილხარ შენ ასეთ იდიოტს ჯერ
რომელიც ხატავს ერთი და იგივეს მილიონჯერ

რომელიც მიდის შენგან მიდის მაგრამ ვერ მიდის მაინც
რომელიც ხედავს ტკივილში მზეს განშორებაში კაიფს
რომელიც სულ მოიმიზეზებს შენთან მოსვლისთვის რამეს
რომელსაც ჯერა რომ ოდესღაც მაინც გამოიდარებს

გულის ცეცხლი მწვავეა ვერა მას გვერძს ვერ აუვლი
fულა თუ დამნაშავეა ყოფილხარ დანაშაული
სიმართლე მუდამ მწარეა და ჩემს ხელს ხელი გაუშვი
გიყურებ არ გიხარია ჩემი გაშვება დაუშვი

მე ისევ ვაპირებ წასვლას შენ რაც გინდა დამარქვი
მაგრამ არ მაქვს შენი თვალების გარდა სხვა მისამართი
თუ გინდა იფიქრე რომ პრობლემებს თავი ვერ გავართვი
ბედნიერება შენ კი არა საკუთარ თავს წავართვი

[chorus]
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ ყველაფერი რაც მინდოდა მინდოდა მე მხოლოდ შენთვის
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ შენივე შინაგანი ხმა ბოლოს მაინც სიმართლეს გეტყვის
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ ყველაფერი რაც მინდოდა მინდოდა მე მხოლოდ შენთვის
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ შენივე შინაგანი ხმა ბოლოს მაინც სიმართლეს გეტყვის

[verse 2]
ჩვენ ყოველდღე ვისმენთ უზომოდ უაზრო ამბებს
ყოველდღე მოდის ქაოსი სიმშვიდეს უვადოდ გვართმევს
არ იფიქრო რომ ოდესმე თბილისი გაგიხსნის კარტებს
ის ისევ არ გაძლევს არაფერს მაგრამ შენ მისი გმართებს

და სწორედ ასეთ გარემოსთან გვიწევს მე და შენ ბრძოლა
იცი შენ ბევრს ითხოვ ჩემგან მე არ შემიძლია სროლა
მე ვერ გაგიფერადებ ერთ დღეში ამ ნაცრისფერ ქალაქს
და შენი საყვედურები მოტივაციასაც მპარავს

როცა მეტყვი გამოვალ გამოვყვები ავტობუსებს
ძვირფასო მე უბრალო ვარ მე ვერ ვაკეთებ ფოკუზებს
მაგრამ რასაც ვაკეთებ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ
საკუთარ თავს ავაფეთქებ მაგრამ ნუ გადამაკეთებ

გთხოვ არ ეცადო შეცვალო ჩემში ის თვისებები
რომელმაც გამაძლიერა ან კიდევ უკან დამხია
ხომ იცი არ მიყვარს ქადაგება და მითითებები
შენ კარგად იცი ჩემი ნერვები რამაც შეარხია

მე აქ ვერ გავჩერდები და ამას მხოლოდ შენ ხედავ
ამ წიგნის ბოლო გვერდები და დამთავრებას ვერ ვბედავ
მე შენ სურათს ვაჩერდები და თვალებში ცრემლებს ვკეტავ
და ყოველღამით სიზმარში ისევ შენ წითელ თმებს ვხედავ

რამდენჯერაც გიხილავ იმდენჯერ შემიყვარდები
გინდა გავქრები ფერფლივით და სულ დავიკარგები
მე ისევ დავუშვი ოთახში მძიმე ლურჯი ფარდები
მე ჩემ სიმღერებს გჩუქნი რათ გინდა ლურჯი ვარდები

[chorus]
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ ყველაფერი რაც მინდოდა მინდოდა მე მხოლოდ შენთვის
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ შენივე შინაგანი ხმა ბოლოს მაინც სიმართლეს გეტყვის
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ ყველაფერი რაც მინდოდა მინდოდა მე მხოლოდ შენთვის
მაინც ჯიუტად მჯერა
რომ შენივე შინაგანი ხმა ბოლოს მაინც სიმართლეს გეტყვის



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...