azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

fula – ნუ ეფარები მზეს/nu efarebi mzes lyrics

Loading...

[verse 1]
გართმევ რამდენიმე წუთს, ისევ თავს აქნევ და 56 კვლავ ქუხს
უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე იღებ პასუხს
მარტო პასუხებს კი არა ყველაფერს იღებ რაც გსურს
და მე როგორც სარკე მსურს სიმართლე ავრეკლო
ის რაც ჩემი თვალით ვნახე თქვენ კი რეკეთ ზარებო
იქამდე არგაჩერდეთ სანამ ეს რუხი აგრემო არშეიცვლის ფერს და სანამ არ გახდება სამეფო
ეს გადამწვარი მიწა სადაც არავინ გაიღვიძა ხანძრის დროს, სხვა არ ჩაგიქრობს ამ ცეცხლს
თვალს თუ არ გაახელ. ისევ დავამხობ ის რაც უკვე დავამხეთ, მომავალ თაობებს ვერაფერს ვანახებთ
გესმის?! უმოქმედო ამოქმედდი, გამოუქვეყნებელო სიმართლევ გამოქვეყნდი
მზეო სანამ რ გაანათებ ყოველთვის გეტყვი, გამოანათე გთხოვ მერამდენედ დავისეტყვე

[chorus]
ნუ ეფარები მზეს, იქნებ გეცადა და როგორმე შენც მისკენ მიგეპყრო მზერა
ნუ ეფარები მზეს, თორემ გადამეწურა იმედები და ჩემი ცის აღარ მჯერა
ნუ ეფარები მზეს, იქნებ გეცადა და როგორმე შენც მისკენ მიგეპყრო მზერა
ნუ ეფარები მზეს, თორემ გადამეწურა იმედები და ჩემი ცის აღარ მჯერა

[verse 2]
ჩემი პრობლემა მყოფნიდა სხვისთვის იშვიათად მეცალა
მაინც მოვიკრიბე მე ძალა და გადავწყვიტე მეწამა
კანონზომიერების რომელმაც ბევრი რამ შეცვალა
ახლა მხოლოდ ჩემს თავს ვაბრალებ თუ შანსი გამომეცალა
ის არა, ეს არა, ხვალ არა, დღეს არა, ჯობდა მეცადა შენც უნდა გეცადა, დროს სულ ამას ამტკიცებდა
ბრძოლა ყველაფერთან უმეტესად მარტოს მიწევდა და ყოველი ერთფეროვანი დღე ერთმანეთს მისდევდა
მახსოვს, მე მართლა მახსოვს რომ ამბობდა ცა, მე ისევ ლურჯი გავხდები, იმედი მოგეცა
ჩემმა დანახვამ მახსოვს წვიმაში რომ გაგაოცა
შენ შეგეცოდე არადა უნდა მოგელოცა
რადგან მაძლიერებს ღრუბელი და სველი ტრამალი
ისე მივდივარ ჩემი მიზნისკენ არ რჩება კვალი
ვერ მეკარება ალი, რადგან მე თვითონ ვარ წყალი
შესაბამისად ყოველი გზაა თავისუფალი
ვარ მთვრალი ემოციებისგან სველი წითელი თვალი
მზის მაგივრად ისევ მთვარე მარტოობის რკალი
მრგვალი სფეროს ბინადარი წინ შემტვრეული კარი
ვარ ავტორი ამ პეიზაჟის უცნობი მხატვარი
რაც არის არის, მე ვცხოვრობ პათეთიკის გარეშე
სიმართლე ესმის ცოტას, სიმართლე არ ესმის ბევრს
ეს ყოველთვის ასე იყო არა მარტო ჩვენს მხარეში
და თუ გამოანათებს ნუ მოეფარები მზეს

[chorus]
ნუ ეფარები მზეს, იქნებ გეცადა და როგორმე შენც მისკენ მიგეპყრო მზერა
ნუ ეფარები მზეს, თორემ გადამეწურა იმედები და ჩემი ცის აღარ მჯერა
ნუ ეფარები მზეს, იქნებ გეცადა და როგორმე შენც მისკენ მიგეპყრო მზერა
ნუ ეფარები მზეს, თორემ გადამეწურა იმედები და ჩემი ცის აღარ მჯერა
ნუ ეფარები მზეს, იქნებ გეცადა და როგორმე შენც მისკენ მიგეპყრო მზერა
ნუ ეფარები მზეს, თორემ გადამეწურა იმედები და ჩემი ცის აღარ მჯერა
ნუ ეფარები მზეს, იქნებ გეცადა და როგორმე შენც მისკენ მიგეპყრო მზერა
ნუ ეფარები მზეს, თორემ გადამეწურა იმედები და ჩემი ცის აღარ მჯერა



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...