azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

fula - simshvide chamichres lyrics

Loading...

[intro]
გადაღლილობა, ფიქრების მორევი
მითრევს, მაფითრებს და თავს ვეღარ ვერევი
სადღაც დავკარგე ფსიქიატრის ნომერი და
სიგიჟეს მარტოდმარტო შევები

გადაღლილობა, ფიქრების მორევი
მითრებს, მაფითრებს და თავს ვეღარ ვერევი
სადღაც დავკარგე ფსიქიატრის ნომერი და
ჰეი, cibo production, fula calypse

[verse 1]
თუკი შენი აქ აღარავის აღარ ესმის
და თუკი ფრაზები მონოტონურად ჩაგესმის
ეს იმას ნიშნავს, მთელი ქალაქი იყიდეს
მაშინ ჩემსავით შენც დაგირღვევენ სიმშვიდეს
მოდი ჩამკიდე ხელი წავიდეთ აქედან შორს
გპირდები, მაქსიმალურად გამოვიყენებ დროს
თითოეული წამი აქ, დაკარგულია
ხომ იცი დარაბებს მიღმა, რომ გაზაფხულია
ხოდა წამოდი, წამოდი, წამო გავცდეთ ამ ქაოსებს
სანამ ჩვენც, დაგვირიგებენ შავ სამოსებს
მე გაგაოცებ და განახებ მშვენიერებებს
მაგრამ უნდა გავცდეთ ჯერ ამ საშინელ დერეფნებს
რომ აღარ იარსებოს, და სიმშვიდემ იმეფოს
მინდა ჩემი მეგობარი ღიმილით, რომ შემეგებოს
მინდა ასე დამებედოს, შევიყვარებდი გეტოს
და მერე ავაშენებდი ჩვენს ეზოს საოცნებოს
გავიცნობდი ყველას, ვაჩუქებდი ამ სიმღერას
წავიდოდით იქ, სადაც ქარი დაუბერავდა
მე მჯეროდა, ვიპოვნიდი სიმშვიდეს და
და ვიქნებოდით მე და შენ, ახლოს ამ სიმშვიდესთან
თუმცა ოცნება სულ ნაკუწებად დამიჭრეს
გადაუხდელობის გამო, სიმშვიდე ჩამიჭრეს
სიმშვიდე ჩამიჭრეს
სიმშვიდე ჩამიჭრეს

(ჰაერი, რომ არ ჩაგვიჭრეს არ გიკვირს?)

[hook]
მე ზუსტად ვიცი, რომ ისევ არ გესმის ჩემი
რომ გესმოდეს, მინიმუმ უნდა მისმენდე
რაც სხვებმა გამიკეთეს, შენც ის მიქენი
შენც მათთან ერთად ჩაჭერი ჩემი სიმშვიდე

[verse 2]
მე ვერ გავბედე მეთქვა სხვისთვის, რასაც განვიცდიდი
მე რასაც განვიცდიდი ვერ გავბედე სხვისთვის მეთქვა
მაგრამ შემდეგ, როცა უკვე გავხდი უფრო დიდი
ჩემმა ყველა ემოციამ ერთბაშად იფეთქა
მე არ ვამბობდი არაფერს, სანამ ვიყავი მშვიდი
მე ვიყავი სიმშვიდე და მოვდიოდი მშვიდობით
არ ვატარებდი ქოლგას, რადგან საჭიროდ არ ვთვლიდი
სანამ კარგი ამინდები არ შეიცვალა უამინდობით
ახლა ნათელია ცხოვრება, კომედიური დრამაა
და გატენილია ტყეში ხეების სიყალბეებით
მათი კეთილი საქმეებიც კი მორიგი რეკლამაა
ჩვენ კი არც კი ვნანობთ, რომ ამ ტყუილში ასე ღრმად შევედით
თუმცა რა ჩვენ, მე არცერთი თეთრი არ გადამიხდია
და შესაბამისად სკამის როლიც კი არ მომანიჭეს
ვცადე გაქცევა, მაგრამ აქ ყველა მხარეს ჩიხია
თან გადაუხდელობის გამო, სიმშვიდეც ჩამიჭრეს

[hook]

[outro]
გადაღლილობა, ფიქრების მორევი
მითრევს, მაფითრებს და თავს ვეღარ ვერევი
სადღაც დავკარგე ფსიქიატრის ნომერი და
სიგიჟეს მარტოდმარტო შევები



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...