
lela tsurtsumia - mtavari dzaphebi lyrics
Loading...
[verse 1]
ძნელი ყოფილა საჭირო სიტყვების არჩევა
ისევ დაგვრჩება ალბათ უპასუხო კითხვები
არ ავტირდები, სიყვარულს ცრემლების არ სჯერა
ვერ დაგპირდები, ხვალ ბედნიერი ვიქნები
[refrain]
მიდიხარ, მშორდები
მე არ გემშვიდობები
რა მალე მოვიდა
წუთები ამ განშორების…
ეს გული ყოველთვის დაგელოდება
მეყვარები მთელი ცხოვრება
[verse 2]
როგორ აგიხსნა ახლა ჩემს ფიქრებში რა ხდება
მგონი ამიხდა ჩემი სევდისფერი სიზმრები
შენ თუ წახვედი, მთავარი ძაფები გაწყდება
გული დაგწყდება, შენ ამას გვიან მიხვდები
[refrain]
მიდიხარ, მშორდები
მე არ გემშვიდობები
ვერაფერს ვერ შეცვლი
იცოდე ამ განშორებით…
ეს გული ყოველთვის დაგელოდება
მეყვარები მთელი ცხოვრება
[outro]
მზე ჩადის
დღე გადის
მე ვერ ვაჩერებ დროს
Random Lyrics
- newest nobodys - nobodylikeyou lyrics
- nevv - mediocre lyrics
- kc bruner - bringing home a cowboy lyrics
- reezy - caught up lyrics
- blood red shoes - it's my turn lyrics
- capoxxo - someday lyrics
- mestisay & pedro lezcano - la maleta lyrics
- moisés da vitória ribeiro - o pecado corrompeu a natureza humana lyrics
- ye ram (예람) - 눈이 내려와 (it's snowing) lyrics
- asteria (ita) - solo guai lyrics