azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

ტალღა / talga - ტალღა / talga lyrics

Loading...

[erekle deisadze]
ნამეტამფეტამინარი
მდინარის პირას არამტირალი
პოეტი, ფირალი, ვინ არი

ეს მე ვარ და ზოგჯერ ისე ვღელავ
ფსალმუნებს ვწერ და მერე სველ მინდორზე ვწევარ
ზეცას მივადგამ კიბეს
იქ ფაქტი თუ დამიდეს
კაია როცა კალენდარივით იცვლი ამინდებს
სისტემა გიჭერს
ეხება იმ ჭერს
ვისაც კი მიწვდნენ სუყველა გადაკრიჭეს
ვაგრძელებთ ამ ომს
სანამ არ შეცვლით კანონს
ეხებით ტომებს, გიმზადებ მოლოტოვებს
სანამ აქ ვდგავარ
ჩაგრულთა ხმა ვარ
ამ გაუვალ ბეტონის ჯუნგლებში მე შენი გზა ვარ

[lunacat]
kayakata დაწვავს ხეებს სადა ბაღებში
სალამ ტომს სადღაც სახლებში უკიდეგანო
უკიდე კანონებს faya მოუკიდე კანაფს
ხმალს დაახვედრე saya შემოდგომა ბალახს
გულში ალაჰს გულში ქრისტეს ჯიბეში ბალახს
არალეგალური ყვავილების კონა დამაქვს
კონამი თუ სეგა თუ კენდო მენდე იწყებს თამაშს
და რაღაც ქარიშხალს გავს ფაქტი თუ აღარ აქვს
მენდე მანგო აქ ცოტა ტაიკვანდოა
აი მაგ კანონებით მანდ როა გაწერილი
ცოტა ფრთხილად იარე არ გაიკვანძოა
არ დარჩე შემოდგომის ფოთლებივით გათელილი
დარგავს მეტ პლანს სანამ გული ფეთქავს
გავს სეტყვას მეხამრიდებს ხეთქავს
დრონებს ტესტავს დილით ცოტა რძეს სვამს
რგავს მეტ პლანს სანამ გული ფეთქავს

[dillacat]
დაისზე ჩადის მზე თუ ციმციმებენ ნეონები
მე ნუ მეომები, დაფიქრდი ცოტა გონებით
თორე ომს ომით პასუხობენ მეომრები
ცვალე კანონები, ათავისუფლე ზონები

დილიდან illegal ვარ დილიდან
სალამ ციხიდან – დაკეტილიდან, ay
სალამი ციდან – გატეხილიდან, ay
ყველა მილიგრამს მაინც მივიტან სახლში თან

ჩვენ ვითვლით წამებს, აქ ჩემი ტომი დგას
ჩვენ ვწონით გრამებს, აქ ჩემი ტომი დგას
დღეა თუ ღამეა, აქ ჩემი ტომი დგას
შეცვალე რამე, თორე გადავფარავთ ცას
ბოლით
არ აირეკლო ანარეკლი არეკლილი როლის
თუ ვეღარ აკრეფ აუკრეფავს ასაკრფები ბოლის
10წლით ციხეში აქ არავინ წავა არა
10 წუთიც და შენი მანდატის ვადაც გავა

[terika]
yo, ვიღაც ეწევა ჰაშს, ვიღაც კანაბის
იყნოსავს ბედნიერებას არ უხსნის დანა პირს
სისტემა კლავ ცოდვა ადევს შავი დედაბრის
მიდებს მე კი აფეთქება მინდა დედაქალაქის

კორუმპირებული მენტი ნაჩუქარ სიმშვიდეს წონის
თან არ მეშინია მისი დაძაბულოი მეთოდის
უნდა გამოცდა თავის დიშოვკა ზეწოლის
ჩემი სიტყვა კია კედელი რკინა ბეტონის

წითელ ლურჯ ფერებში მოძრაობს ჯალათი
მზადაა ჩასადებად კამფეტების კალათი
თუ გაწუხებს სიცივე მოიფარე ხალათი
ჩვენია მთელი ძალა რითიც ცოცოხლობს ქალაქი

მოგმართავთ ჩინოვნიკებს ესტუმრეთ გეტოს
ოღონდ აუცილებლად ჯიბეში რამე გედოს
მისმინე და ამ ყველაფერს ნუ ადებ ვეტოს
თორემ იგემებ ჩემი მოლოტოვის გემოს

[heavy cat]
არ ვეწევი პროპაგანდას მიყვარს მარიხუანა
იმის გამო რომ ვეწევი დამიწყე ომობანა
აქ ხალხზე ნადირობენ თბილისია საფარი
პოლიციას უხარია რომ იპოვა ბალახი
აკეთებენ ყველაფერს რომ დამეუფლოს შიში
დრაკონული ნარკოპოლიტიკა
გამჯდარი აქვთ ამათ სისხლში
შარდის მაძიებლებს რა გამოლევს ქვეყანაში
შარდის კონტეინერს ალბათ ინახავენ სახლში
აგენტებით სავსეა ეს ქვეყანა
უსამართლო პოლიცია, უსამართლო სისტემა
მომხმარებლის ხარჯზე ბიუჯეტის შევსება
სამწუხაროდ პრეცენდენტი პრეცენდენტად დარჩება
გაბოროტებული თავის თავზე, ჯავრს იყრიან ჩვენზე
ცდილობენ, რომ დაგვაშინონ, უფლებები გაგვითელონ ფეხქვეშ
პატიმრები გაამწესეს ციხეში
იმის გამო რომ ჩაუდეს ერთი აბი
ჯიბეში, uh, ჯიბეში

[nick green]
წითელი ჯვარი ქოქავს ვიეტნამს ხელებს ვინ გვიბავს
თვალში ვინ გვასხავს საღებავს დამალე თუ უვლი თავს
სანამ ჯიბიდან ინდიელი ტვინებს დახეთქავს
გადაკეტე მითხარი შენ რისი გწამს
თან ვინ ატარებს თაფლს ვინ წელავს ძაფს
ვინ რას მოიხმარს აქ გრამები კიდებენ კალენდარს
ბოდიში ვერ შემოგიერთდები ვხედავ რასაც მიედ-მოედები
მოსმენა გამოძიებები კოპერფილდის ხელში ტაბლეტები

[naga mula]
სადარის ტურუკ მაკტო
უჩინარი ხელი თამაშობს დიდი ფიგურებით
სანამ ანათებს კარადიდან იასამნისფერი
ვაკვირდებით მეტრომანს ცაში აღარ ვიყურებით
ახალგაზრდა ტვინზე რაც სტრესი წევს
გამოცადე ერთი ღამე ძერწე მომავალი არაფრით
უბრალოდ აიღე და მიიღე ეს კანონი
ოთახში ქოთანი კრიმინალი არარის

[jeronimo]
მე ვეწევი ჩემ წილ სატარებლ ტვირთს
და სულ არა მაქვს განცდა რომ ვერ მაკარებენ თითს
მე ხომ საფრთხეს არ წარმოვადგენ მათთვის
სანამ ფაქტის წინ
არ დამაყენებს
მართვის მათი ფორმა
თუარ ვეჯახები პირისპირ
მაშინ ხვდები მიზანში თუ ლაპარაკობ ბევრს
გაჩუმების ფასი ეგრევე გაგივსებს ჯიბეებს
სამართალი იდეებს უარყოფს
ყოფს და ბატონობს
უკანონო ჩადებები
უკანონოდ მატულობს
სახელმწიფოს ნუ დაამსგავსებთ იმ შკოდას
ჩემ სახლთან რომ დგას
რომელიც ცემენ კაცს
სადარბაზოსთან კი ბოლთას
სისტემა ისევ კლავს
სისტემა მიდებს ფაქტს
სისტემა ეძებს
ჩემ ოთახში ქოთანს

[kazzy jazz]
არ გჭირდება შენ არავის ნების დართვა
რომ ეცადო და შეძლო მთელი სურათის აღქმა
სისტემა გინერგავს შიშს რომ შეეძლოს შენი მართვა
ყველა ქმედების დამიწებაზე ბეჭედის დარტყმა
და თუ ხედავ ამ ყველაფერს მაშინ ნუ კარგავ დროს
გამოდი გარეთ ნუ შეუშინდები წვიმას და თოვლს
ვინც ვერ დაძლია შიში ის ვერ გაფრინდება შორს
გამოდი გარეთ, სისტემას ვუცხადებთ ომს
გამოდი გარეთ, თუ შენი ცეკვა პარლამენტარებს არ მოეწონათ
გამოდი გარეთ, თუ პოლიციელმა ცუდად თვალი გამოგაყოლა
გამოდი გარეთ, თუ მოგბეზრდა ღამით ბნელ ფანჯარასთან დგომა
გამოდი გარეთ, გამოდი გარეთ, თავისუფლება მისით არ მოვა

[dasavleli]
ეს არის გაერთიანება წინაშე საერთო პრობლემის
რაც ითვალისწინებს მოგერიებას ჩინით მშიერი ორკების
და სანამ, ჩადებიდან ჩადებამდე საკითხი დუმს
მე გავშლი თემას და გავხდები ოკუპანტი მათი გონების
ვინც მუნდირით ფლობს უპირატესობას გაწიროს უბრალო მოქალაქე
ან იქნება ეს მჭედელი ფერმწერი თუ მოქანდაკე
არ გამაჩნია მეორე აზრი ვერც შეგუება ვცადე
და როგორც ყველა ნორმალურს მაწუხებს ნებისმიერი მოძალადე
არ ვარ გიჟი არც ავი, რომ დამაჭედონ ფეხზე ნალი
და მარბენიონ მოსაშარდად ანდა დრაგებით მომდონ შარი
მე მგონი არაფერს არ ვაშავებ თუ ჩემი ბონგია შავი
და ვარღვევ დუმილის უფლებას რადგან მოვიდა ჟამი
არ დამჭირდება ომი, ეს ტრეკია თავად ატომი
რა დავა რა ტონი როცა სიმშვიდეა ჩემი კონი
არ გამოვდივარ ქუჩაში არც ჯოხით არც მოლოტოვით
და თუ გახდება საჭირო მოვალ ათი ათასი თანატოლით!

[grotask]
ვითარებას დემონური კურსი აქვს
შტატებში დაშვებულია უნცია
მოგისაჯონ რამოდენიმე წელი
იმის გამო რომ ჯიბეში გედო ერთი ღერი
ხალხი ამ აფსურდით უკვე გადავხურდით
ქალაქის ქუჩებს სურთ ახალი თემა
ჯობია ვიპოვოთ ჩადების გარეშე
ბიუჯეტის შევსების ახალი სქემა
პატიმრებისგან აღებული ფულის ხარჯზე იკვებება მთავრობა ჩართე დედუქცია
გავავლოთ მუსრი ბოროტ სისტემას სანამ პულსი გვაქვს არი ჩვენი ფუნქცია
და ოთხ წელიწადში ერთხელ ამათ გადამკიდე იმედები დაიკიდე მთავრობის
და თუ გინდა იმედები გქონდეს და არ მოგიკვდეს იქონიე მხოლოდ ჩვენი თაობის

[sabanadze]
ბოლო ბოლი, ბოლო-ბოლო მოგიღებს ბოლოს
და ეს კანონი, რომლის გამოც ამდენ ხანს ვომობთ
ეთანოლი და ბოთლი, და ნაჭერიც ბოლავს
დღიდან დღიმდე ვეღარ ვისმენ პაგონების გონორს
ძველი ტელეფონი
ქალაქი, ქუჩა და ბოლი
მანქანა, შკოდა და თოვლი
უპოვეს ფაქტი-იადონი
მიდი დაუთვალე დრო, მოიპარე წლები
შენიანებს ცოტა, ღარიბებს კი ბევრად მეტი
მოვუმატებ ქიქს, მოვუმატებ ბასს
გავურევ ბითს ლირიკას, ცოტა განჯაბასს
შენ ამოწურე დრო, მალე ვიწყებთ ომს
გავუკიდებ ბლანტს, ვისაც უნდა ბონგს, მალე მალე
cilvia demo უვლის ბაღს, რასაც უნდა რგავს
რვა წლით ვერ გამომკეტავ აქ, აქ ჩემი ტომი დგას

[hikari]
გალიაში ლომებს დილით კატაკომბებს
სიგნალები ცაში ზევით ვინც კი გამაგონებს
ქარი დილით სიმშვიდეში აქანავებს დრონებს
ვარსკვლავებს ომებს ყვითელ ლიმონებს
შემოვიდნენ მზის სხივები თუკი კარი ღიაა
დაგიბრუნებს ქარი უკან რაც კი წაუღია
სიმშვიდე და სინათლეა რაც კი რამ მითქვია
ბურუსიდან ამოსული მე ვარ ლურჯი ია

[dro]
ვაშლის ხეებთან, საუბარი გველებთან, (აუუ)
ღამის თენება, სიზმრების მონელება, (აუუ)
უსამართლობა პაკეტების ჩამდებებთან, (აუუ)
უბედურება დრაკონების ჩეისერებთან – მე !

თავი ყირაზე გადამდის გადამდის
ტყუილების უხარიათ ყველას მადლობა-არაფრის
არავის ენდო, არ ენდო, არავის არ ენდო, არა !
სისტემა ქალაქის არეული კმარა ! კმარa ! კმარა !
მე ვარ შავი კატა, ვერ დამადებ ბორკილებს !
რა კანონზე საუბარი ? ვერ გვიმორჩილებს !
მთები, ცები, რაკეტები დაუშინეთ ციას-
პოლის, დაუშინეთ, რომ ვეღარ ურეკონ მილიციას-
ბოდიშს არ მოვუხდი, რაც მოხოდეთ უკან გაიდეთ !

აქ ჩემი ტომი დგას !

ამ პოლი ამ ციას გა მოვთხოვთ საქციელს !
ამ პოლი ამ ციას გა მოვთხოვთ საქციელს !
ამ პოლი ამ ციას გა მოვთხოვთ საქციელს !
აბა დელი დელია ქართული ფსიქადელია !

[dzvali]
გავიგე გუშინ ღამე გულაობდა ბასიანი
დრაგები თასიანი ყველაზე ძვირფასიანი
არ დამიჯერებ მაგრამ ოპერის წინ რაღაც პაბში
თრიფებში გავიჩითეთ მე და თემო გასვიანი
მერე გავიარე გალერიში
მეგონა რამე გაეძრობოდა გასათიში
სახლისკენ მივდიოდი თუ ფიქრებში მივდიოდი
პატრული რაციაში მიყვირის “ძვალი, მოდი, მოდი”
რა დავაშავე ვეკითხები ვუყურებ თვალებში
სიამოვნებით თავს მოვაყოლებდი იმ კარებში
ეს ნაგლი მეკითხება როდის მოვწიე ბოლოს
რა იქნება ამ განდონმა დღეს მაინც რო არ იბოზოს
ვეღარ ვაჯერებ არც ვეწევი არ ვსვამ
ვუხსნი არ ვაშავებ არ ვიპარავ არ ვკლავ
სიტუაცია გექნებოდათ ანალოგიური
როცა გახარებენ გელოდება ნარკოლოგიური
მერე სასამართლო ჯარიმა 500 ლარი
გიყვარდეს პატრული ის არი შენი მეგობარი

[sfx]
სისტემა სადარბაზოში მიშვებს და მერე ვითომ
ვიღაცა მე მიშვებს ის რაიმეს სუ აღმომიჩენს
და ვაიმე თუ გადაწყვიტა რომ მიჭერს
მოკითხვა ბიჭებს და ხმა ამოიღე მამა
სანამ შვილი შენი მას გაუჩალიჩეს
ან თუ ასე მოგინდა იჯდეს
პრიხოდი ღამე ვიღაც გაჩერებდა
დიღომი გლდანი ბოლო გაჩერება
შეცვალე ჩვენება შე ბოზო
შე ბოზო შეცვალე ჩვენება
რაში გარგია ჩემი აჩემება
ყოფნა ჩემი ან ჩემი უჩემობა
შეცვალე ჩვენება შე ბოზო
შე ბოზო შეცვალე ჩვენება
და ვინც ამ ყველაფერს თვალს არიდებს
ხმას არიღებს თბილად ჩაი სვეს და მოკლედ ჩაიჯვეს
თქვას ვინაა შემდეგი ვინ ჩაიდებს
თქვას ვინაა შემდეგი ვინ ჩაიდებს
ყველაზე ფხიზელი რეპერის ჯიბეში md
და კიდე ქართველი მენტი
და კიდე ათასი ფაქტი ათასი დეფექტი
არადა არავის ვკლავდი არადა არავის ვტკენდი
და კიდე ათასი ფაქტი და კიდე ლამაზი ფაქტი



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...