qseli 56 - თემა თავისუფალი-tema tavisufali lyrics
ვუყურებ გზას მე, რომელზეც არაფერი ჩანს
მათთვის ვინც ბოლომდე არ ახელს თვალს
და მაქვს შეგრძნება რომ მალე მოეღება ბოლო დღეს იმას რაც კარგი შემორჩა
და ამის გამო
დარდი მაქვს, მომაქვს გულით მე ტკივილი, რომ მესმის ტირილი დედების
და თან შემხედვარე ცოცხალი ცხედრების, მენტების მიმართ და ბინძური აპლოდისმენტების
ამის დედის მაგინებელი ვარ მე და მჭამს მე ფიქრი რომ
ზღვარზე ვარ, შეურაცხადი გავხდე ლამის, შემხედვარე ამის
მომწყინდა ყურება დადგმული სცენების, თავგასული მწერლების და ყალბი ვითომ მედლების
შემხედვარე ამ უწესო წესების, მე ვცდილობ რომ ტვინში შევაღწიო საზოგადოების წევრების
მინდა რომ რეალურად, გამართულად და არა წარმართულად ფიქრობდეს ხალხი
და დღევანდელობა რომ სიკეთის სახლი გახდეს მინდა
და ვიბრძვი, თან ვიცი რომ ვიწვი მაგრამ ვუძლებ და გავუძლებ სანამ
წვიმის ძალა შერჩენიათ ღრუბლებს ჩემთვის
გიყვები, ამბავს უსმინე -იმას ,რაც გულით დამაქვს. არ ვაპირებ მე, უაზრო
კამათს, ამათ შემხედვარე მინდა,რომ შევცვალო რამე , უკვე მერამდენე ღამე
ფიქრში – გავატარე და მე დღემდე ვეძებ პასუხს
არ მსურს, მე ,რომ დღესაც მივტიროდე წარსულს არ მსურს , ბრძოლის დატოვება ჯერ მე არ მინდა. არ მინდა ,რომ მე ისევ ვუყურებდე ნაგავს. რას გავს ? ამის შემხედვარეს ბრძოლა , მომინდა. ომი და მშვიდობა დარჩება ერთმანეთს ეს დღეს ყველამ იცის ფიცის არ წამს მაგრამ სიმართლე, ხომ იცის. ვინ იტყვის? და ვინ ახდის ფარდას ყველაფერს? მე რაც დღეს მოგიყევი ჩათვალე ,რომ შერაცხეს
გელაპარაკება მუსიკოსი ცალი ყურით ყრუ
გესმის, არ არის ბეთჰოვენი
თუ გაბატონდა მარტის ამინდებით მეფე ცრუ
ვითომ და ფენომენი
ნისლმა მოიცვა ყველაფერი, აბუჩად აიგდეს სულყველა გრძნობა
მიზეზის გარეშე დარჩა მტერი დაუნდობელი გახდა დანდობა
შენდობას ნუღარავისგან ელი , ყველა თავის თავზეა აღფრთოვანებული
თავდადებული მე ვერავინ ვნახე და საბოლოოდ დავრჩი გულაცრუებული
ვეცადე რომ გამეგო იმ ხალხის გადამეყვარებინა ჩემი კარტები სხვასთან
მერე როცა მივადექი სამშობლოს კარებს დავინახე ხალხი რომ მეგობრობდა მათთან
მათთან დავინახე სევდა დავინახე დაჩაგრულობა მაღალი თემას როგორ სცემდა
წერდა ყველაფერს მემატიანე და ნაწერს იმედგაცრუება მისდევდა
მომაწვა გულზე სევდა შემთხვევით ძველი წლები გამახსენდა
გადავხედე გარემოებას თურმე გარყვნილების საუკუნე გაგვითენდა
და მაინც მომინდა რომ საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა რომ ყველაფერი არის კარგად
მოვიკრიბე ძალები და სამშობლოზე ზრუნვა ავიღე ნამუსის ბარგად
დედასშევეცი მე ამათი, სულ ღალატი, სულ დავა-კამათი, სუყველა ჯალათი თან თავის მარაგით სად დაქრით. მიწოდეს გიჟი მაგრამ არ ჩამაცვეს ხალათი ვარ გარანტი არ სუფევს ღალატი ჩემში ხო მარადის. ეს ლაპარაკი პირველი გვერდია და მეორეზე გადადი, გამოდი განახო სადარის სამარხი ხე ამაყი რომლის ნაყოფის მოწყვეტაც არაღირს, მაგრამ მუღამი აქვს ქალის განა ხის.. არ მერგო გემო პურზე გადასმული კარაქის ვარ შვილი ქალაქის სადაც სკვერში მიდის შარაფი, ვარ შვილი ქალაქის სადაც ამიკრძალეს კანაფი, ვარ შვილი ქალაქის სადაც იგეგმება გეი პარადი, მაგრამ სანამ ხელში ხმალი მიჭირავს და თავს მუზარადი ომი დამთავრებული ჯერ არარის, არა მუქარა არ გეგონოთ არავის მე გიძღვნით რამდენიმე სტროფს განა დისს
გელაპარაკება მუსიკოსი ცალი ყურით ყრუ
გესმის, არ არის ბეთჰოვენი
თუ გაბატონდა მარტის ამინდებით მეფე ცრუ
ვითომ და ფენომენი
გვართობს, იგონებს რითმებს,რაღაცნაირს
და დასდევს ქსელებს
არ იცნობს ქსელებს
ნამდვილს მნათობს, მივირთმევთ მიჩურინის ვაშლებს
არ ვიცნობთ თვითონ მიჩურინს და სიმართლეც რაც გასდევს
ამ ტრეკს, არ მაინნტერესებს მე დიდება
რომელიც ლაიქებით დიდდება
ვაშენებ ტრამპლინს, ვაშენებ ტრამპლინს
ვაშენებ ტრამპლინს, ვაშენებ ტრამპლინს
ვითომდა ფენომენი
გელაპარაკება მუსიკოსი ცალი ყურით ყრუ
გესმის, არ არის ბეთჰოვენი
თუ გაბატონდა მარტის ამინდებით მეფე ცრუ
ვითომ და ფენომენი
Random Lyrics
- cashinova - where's the fun? lyrics
- meezy gatts - goat status lyrics
- marcie fresh - stærkt lyrics
- skaterboy rico - playoffs lyrics
- robert gold - stuck lyrics
- norma jean beasler - happy you lonely me lyrics
- cha$e d’amico - crazy lady at the skatepark lyrics
- informatyk usb - ratuj mnie lyrics
- lil water gun - emilys revenge lyrics
- mrt blueberry - proxima 21 lyrics