qseli 56 - rom gadavrche lyrics
[verse 1 – barama]
შენამდე რა მომაქვს მე და ამიტომ ვეძებ გზებს, აზრებს გავფანტავ
კვლავ, ვიღაცა წაიღებს, ვაყოლე ღერი ღერს და დღეებს უფრო
მარტივათ თავს შევაფარებ სახლს სადაც მე მისამართი ვარ და
გასაგები რომ იყოს სათქმელს თითქოს ვანდობ სტრიქონს ის კი
მეტს ითხოვს, მეტ ტკივილსა და სითბოს, მერე მაფიქრებს დიდხანს
იქ ჩანს რა მძულს და მიყვარს, ბარამა ვეღარ უძლებს მაშინ
ფურცელს [?] …
[hook]
გული თუ იგრძნობს სტროფს სული კი სივრცეს
და რითმები იწვევს მასში ვფიქრობ იქნებ აქვე დავრჩე
გული თუ იგრძნობს სტროფს სული კი სივრცეს
და რითმები იწვევს მასში და შევეცდები რომ გადავრჩე
[verse 2 – sf-x]
როცა სტრიქონები სტრიქონობს მე გამოვძებნი მიკროფონს
ჩემს ფსიქოლოგს მომისმინოს გამიგონოს მან
ჩემს კალამს ჭაღარას რომელიც ვაქციე ვაქცინად
პაციენტს მივაწვდი რომელსაც არძინავს არა
თუკი სათანადოდ არ თამადობ არ დამათრო
ლითონი თუ არგაქვს არეცადო რითმა გადაადნო
თუკი შეგიძლია არდაწერო , არდაწერო
ჯობს ჩვენ რომ ვერვახერხებთ ამას ალბათ შეამჩნევ
ისევ ვლესავ ვთესავ ფორმებს შენს სამყოფელს ვდისავ ლექსად
მაცადე გარჩევა შენსად გესალმები და გადის წლები(ფსიქოლოგო)
არვიცვლები (ფსიქოლოგო) შევეცდები დავიცლები
ნუ უსმენ წყურვილისას სხვას და მიდი შენი მოსვი
შენი ვერშექმენი ვერშედგები გენიოსი
ნატვრის თვალსდავეძებ მეც გიჟი ვარ ჩემი დოზით
არ მსურს დავამთავრო როგორც ხესე ელიოსი
არადა რეალური ბოლო ვიცი ეს რომ არის მხოლოდ
მაგრამ მინდა გამიგონოთ თურამეა მომიგონოთ
ისე როგორ წავალ რომ ვერდავტკბე სამოთხით
ასერომ თქვენთუ დამმარხავთ მე მაინც ამოვთხრი”
[hook]
[verse 3 – fula]
ვამბობ იმას რაც არასდროს არავისთვის არმითქვამს
ალბათ იმიტომ რომ თავიდანვე ასე დამითქვამს
ჰოდა ამისმერე fულა ვეღარ დაგიცავს
მიზანს სხვა ისარს გავატან და
მთელ დედამიწას გავაგებინებ რომ მევარ იმფიცირებული ლირიკით
და ეს ყველაზე იშვიათი მძაფრი დაავადებაა
თუმცა ლექსების გარეშე ყველაფერს მიხვდები მიმიკით
თუ ფიქრობ რომ წავაგე ცდები ეს ჩემი გამარჯვებაა
დიახ შენრომ ლექსები გიყვარდა მე მათი ავტორივარ
და უფრო თამამად რომ ვთქვათ მე თითოეული სტროფი ვარ
შენ რაც არუნდა თქვა მე მართალი და სწორივარ
ასე რომ ბევრ ჯანმრთელზე ჯანსაღი ავადმყოფი ვარ
[hook]
[verse 4 – duda]
ლირიკა დუღს მოედო სხეულს როგორც მეტასტაზი
ვატყობ რაგაც უხილავ ბადეს ქსოვს უცბად დაცხა
ტემპერატურაც ცოტაც და მიაღწევს პიკს მომდის
რითმა უფრო ვემსგავსები ლირიკულ ფსიქოტროპიკს
სიმპტომები ცოფის მაგრამ ვერ ვიხსენებ დამეწყო როდის
ტივტივებს თავში ერთი ბუნდოვანი კადრი იმსაბედისწერო ეპიზოდის
როდესაც ქრონიკული გამწვავება დაიწყო ამ სენმა ჩემში
ეს იყო პირველი ექსკურსია გენიოსებში
და ხეტიალი სიგიჟის ლაბირინთებში ეს უკვე გამიჩნდა ძვლებში
ამას რაქვია არვიციდა მე დავარქვი ლირიკით ინტოქსიკაცია
ამასობაში მატლი გასჩენია იატაკს მიმზადებს ნიადაგს
ვეძებ ღია კარს იქნებ გავძვრე აქედან და მივაგნო სადმე
ვინმე სანდო აფთიაქარს ვიცი ვერ მიშველის ის მაგრამ
მე მაინც დავეძებ მას
[hook]
[verse 5 – cibo]
მე მესმის ჩემი მესმის არდამირღვევია არცერთი წესი
უკვე გავიყვანე თითქმის ფოლადის რელსი
და არც ეს ტრეკი არის ჰიპ-ჰოპის ფესვი
გული თუ იგრძნობს სტროფს გადასცემს ტვინს
ტვინი იწვევს ნოტებს ნოტები ხოდავს
მოძრაობას ამსაგვსებს მეჯლისს
ჰიპ-ჰოპ მეჯლისზე გეპატიჟები
[hook]
Random Lyrics
- the raskal - verbal warfare lyrics
- apecrime - suckers lyrics
- n0va - showdown lyrics
- borgeous & brklyn - miracle lyrics
- lucy woodward - ladykiller lyrics
- ruby yacht - no word for wack lyrics
- avril lavigne - dumb blonde (solo version) lyrics
- shiv. - karmatic lyrics
- tps - tu i teraz lyrics
- kite - up for life lyrics