azlyrics.biz
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

ras green - არასერიოზული კაციr lyrics

Loading...

აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მოვკიდე კალამს ხელი
ისე, როგორც ამას მხოლოდ ჩემგან ელი
გავიდა შვიდი თვე ან იქნებ მთელი წელი
მეგონა გარდამეცვალა ჩემი მხსნელი
კეთილი სამარიდელი, პოეზია ჩემი, ბავშვი უცოდველი
მეგონა ვერ შევძელი დამეწყო სხვა ფურცელი

გაჭირვება,მე კომფორტს გავუძელი
მთელი არსებით განვიცდი ყოველ სტრიქონს
რჩეულთა მუსიკა კვლავ დაანგრევს იერიგონს
საკუთარი სხეულისგან გამოვადნობ ლითონს
ვახურებ მულა დჰარას დაე წაეკიდოს
ცეცხლი მესამე თვალს უდაბნო გასავლელი
გაზეთის გამყიდველი ცხედრების რიგი მთელი
მე თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი
ლომებში ვარ დანიელი…

ვაკეთებ ბავშვებისთვის წარსულიდან მომავალში
შეშლილი ვარ ცოცხალი გვამების თვალში
აქ არავის უნდა ნაკლის ძებნა თავის თავში
ყველა ცდილობს ბინძური ხელი ჩაყოს წყაროს წყალში (x2)

მიღრენენ აქეთ იქიდან თითებს იშვერენ მიცნობენ ვიღაცის მოყოლილიდან
ისე ვძულვარ თითქოს მელანს ვადენ ცხვირიდან
უფსკლულიდან დამცინიან ძილამდე ძილიდან
ზომბებს აქვთ თვისება მათში აქვთ სხვისი ღირსება უკეთესის დამცირებით საკუთარი ეგო ივსება
მრისხანების დედა უტვინობა მამა სიამაყე
შენი თავი ცემე კი არ დაამტვრიო სარკე

ქუჩაში გავიზარდე მე არ მიცხოვრია ქუჩურად
ვკითხულობდი სახარებას ნუსხახუცურად
ვუნახავთ ნადის ტრადიციას გურულად
შენ ომობ მე ვშრომობ მშვიდად და უჩუმრად
წვეთი იყოს ჩემი წვლილი
ოღონდ წვეთი წყაროს წყლის
როცა მოვა დღე ეგვიპტიდან გამოსვლის
თუ ეძებ კომფორტს ნუ ჩამიდგები კვალში
ეგოს მოსაკლავად შევდივარ ნავით ქარიშხალში
ვაკეთებ ბავშვებისთვის წარსულიდან მომავალში
შეშლილი ვარ ცოცხალი გვამების თვალში
აქ არავის უნდა ნაკლის ძებნა თავის თავში
ყველა ცდილობს ბინძური ხელი ჩაყოს წყაროს წყალში (x2)

ფრონტის ხაზი… ჩვენს სულებზე გადის
შრომა ისხამს ნაყოფს…წელიწადის
ნებისმიერ დროს ჩემი მჭადის
ნატეხს არ ვშოულობ სიმღერით სერენადის
არც შავების,ლურჯების ან კიდევ ათის
წრფელი გულით მჯერა
შრომის და შედეგის განცდის
ახალ თაობაში ინტელექტის განთიადის
ავტორიტეტად მაჰადმა განდის

ყოველი შემდეგი დღე – დღეა ბრძოლის
ბოლომდე მისაგდებად თამბაქოს და ალკოჰოლის
ჩემი თავის უფლებისთვის არა თავის მოვლის
ერთი სოცოცხლე გვაქ ასი ხერხი თავის მოკვლის
გაჭირვება შედეგია მიზეზს ვეძებ
ვაკვირდები დინებას და მერე ჩუმად ვძლებ
გამარჯვებული ნანგრევებიდან მიკროფონამდე მოსული
მულა დჰარა მარად,ესოდენ არასერიოზული

ვაკეთებ ბავშვებისთვის წარსულიდან მომავალში
შეშლილი ვარ ცოცხალი გვამების თვალში
აქ არავის უნდა ნაკლის ძებნა თავის თავში
ყველა ცდილობს ბინძური ხელი ჩაყოს წყაროს წყალში (x2)



Random Lyrics

HOT LYRICS

Loading...