zviad bolkvadze - დაზამთრდა lyrics
დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე +
სისხლში რომ ატანს
მე მეშინია ამ ატმის კვირტის +
გაზაფხულდეს და
ვერ გახსნას მარტმა
მე მეშინია დამშრალი ღელის
თოვლის ქვეშ რომ წევს, უგონოდ სძინავს
და გვირილათა გაყინულ ველის
გამოღვიძება ვერ შეძლოს წვიმამ
დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის +
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!
ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში
რომ ცეცხლთან მჯდომი დავხვდე გაზაფხულს
მე მეშინია შენი + შენს გამო
არა თებერვლის ცივი ქარების
გავიღვიძო და აღარ ვეწამო
არ მომწყურდე და არ მეყვარები
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები
იქნებ სჯობია
აღარ გავთენდე
მოვკვდე და
ნუღარ გარდავიცვლები
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო
ვიხილო შენი დაშლა ფერებად
ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება
მოგეფერება…
დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე +
სისხლში რომ ატანს
მე მეშინია ამ ატმის კვირტის +
გაზაფხულდეს და
ვერ გახსნას მარტმა
მე მეშინია ამ ატმის კვირტის +
გაზაფხულდეს და
ვერ გახსნას მარტმა
დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის +
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!
ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში
რომ ცეცხლთან მჯდომი დავხვდე გაზაფხულს
მე მეშინია შენი+შენს გამო
არა თებერვლის ცივი ქარების
გავიღვიძო და აღარ ვეწამო
არ მომწყურდე და არ მეყვარები
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები
იქნებ სჯობია
აღარ გავთენდე
მოვკვდე და
ნუღარ გარდავიცვლები
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო
ვიხილო შენი დაშლა ფერებად
ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება
დაზამთრდა…
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე +
სისხლში რომ ატანს
მე მეშინია ამ ატმის კვირტის +
გაზაფხულზე რომ
ვერ გახსნას მარტმა…
Random Lyrics
- jt untamed - memory lyrics
- liplay00 - far from lost lyrics
- michael schulte - one more day lyrics
- dethkitty - #br4tzdoll lyrics
- nuthang (누땡) - i want u lyrics
- juicy j - break ya self lyrics
- matthew grimson - revenge lyrics
- 君島大空 (ohzora kimishima) - 札 (fuda) lyrics
- salih slyr - silahlar patlar lyrics
- diners - i don't think about you the way i used to lyrics