otar taktakishvili – anthem of the georgian soviet socialist republic lyrics
Loading...
იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ
გმირთა კერა ხარ განახლებული
დიად პარტიის ნათელი აზრით
ლენინის სიბრძნით ამაღლებული
შენი ოცნება ასრულდა
რისთვისაც სისხლი ღვარეო
მშრომელი კაცის მარჯვენით
აყვავებულო მხარეო
დიდი ოქტომბრის დროშის სხივებმა
შენ გაგინათეს მთები ჭაღარა
თავისუფლებამ და შემართებამ
გადაგაქციეს მზიურ ბაღნარად
მოძმე ერების ოჯახში
ამაღლდი, გაიხარეო
მეგობრობით და გმირობით
გამორჯვებულო მხარეო
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა
დღეს საქართველოს ნათელ მომავალს
სჭედს ლენინური წრთობის თაობა
კომუნიზმის მზე დაგნათის
კაშკაშა, მოელვარეო
იდიდე მრავალჟამიერ
ჩემო სამშობლო მხარეო
Random Lyrics
- mehmet cesaretli – uzlet lyrics
- lil bern – monster (snippet) lyrics
- onur ormen, reaktive & bigstat – you gon’ learn lyrics
- sdmike – the right one lyrics
- ish-one – style lyrics
- juan pablo rch – mejori lyrics
- harmony woods – graceful rage lyrics
- la suma de todos los tiempos – el sueño de otro lugar lyrics
- cielo montoya – mis esperanzas lyrics
- zibex – thc i susz lyrics